თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე უძღვებოდა.
გიორგი ალიბეგაშვილმა დეპუტატებს დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი წარუდგინა, რომლის თანახმად, წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე დეპუტატები თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების თაობაზე იმსჯელებენ.