თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა.
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ დეპუტატებს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი გააცნო, რის შემდეგაც საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი საკითხების თაობაზე იმსჯელეს და დღის წესრიგის საბოლოო ვარიანტს მხარი დაუჭირეს.