თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს.
სხდომის დღის წესრიგი ერთი საკითხით არის წარმოდგენილი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოხსენება ქალაქ თბილისში გამწვანებული ტერიტორიების განკარგვასა და მოვლა - პატრონობასთან დაკავშირებით.
გარდა დღის წესრიგის დამტკიცებისა, ბიუროს სხდომაზე დეპუტატები საკრებულოს სხდომის რეგლამენტზეც შეთანხმდნენ. კერძოდ, საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგის დამტკიცებამდე გაკეთდება განცხადებები. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ საკრებულოს წევრები თბილისის მერის მოხსენებას მოისმენენ და ბოლოს სხდომა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.