თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა.
სხდომის დაწყებისთანავე დეპუტატებმა წუთიერი დუმილით სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი, რის შემდეგაც
საკრებულოს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა წარუდგინა.
დეპუტატებმა თანხმობა მისცეს საბურთალოს რაიონში, დიღმის ცენტრალურ სატრანსპორტო გზაზე ავარიული საყრდენი კედლის აღდგენითი სამუშაოების და ჩუღურეთის რაიონში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის, მწვავედ ავარიული უბნების გამაგრებითი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების საკითხებს.
ამასთან, სხდომაზე გოჩა ბაბუნაშვილმა სტიქიით მიყენებულ ზარალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეპუტატები დედაქალაქში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რაიონებში შექმნილ საგანგებო შტაბებში მუშაობას კვლავაც აგრძელებენ.