თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიურის სხდომა გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი უძღვებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგის დამტკიცების შემდგომ სხდომაზე წარმოდგენილ 8 საკითხზე იმსჯელეს.
კომისიებში განხილვისა და დადებითი დასკვნების გათვალისწინებით, ბიუროს სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის გოჩა ბაბუნაშვილის მიერ წარმოდგენილი საკითხები განიხილეს და საპროექტო დოკუმენტაციების მომსახურებასა და შესაბამისი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებას თანხმობა მისცეს.