ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა
|
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ’’ქართული ოცნება - მრეწველები’’ პლატფორმა
(ძირითადი მიზნები და ამოცანები)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ’’ ქართული ოცნება - მრეწველები’’ (შემდგომში - ფრაქცია) ძირითად მიზნებს და ამოცანებს წარმოადგენს: დედაქალაქის მაცხოვრებელთა დასაქმებაში ხელშეწყობა; ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისათვის ხელშეწყობა; სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ხელშეწყობა; საფინანსო-ეკონომიკური გაწონასწორების პოლიტიკის მხარდაჭერა; მეწარმეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, წახალისება და მათში ინვესტიციებისა და ინოვაციების ზრდის უზრუნველყოფა; კერძო მეწარმეებისათვის ხელშემწყობი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; მდგრადი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბება; სოციალურად დაუცველ ფენებზე ზრუნვისთვის ხელშეწყობა; განათლების ხელმისაწვდომობაში ხელშეწყობა; დედაქალაქში განაშენიანების რეგულირების ზონების ხელშეწყობა; საკრებულოს საქმიანობის საჯაროობა; თბილისსა და საზღვარგარეთის ქალაქებს შორის ურთიერთობის და აზრთა გაცვლა-გაზიარების ხელშეწყობა; აღნიშნული მიმართულებებით ფრაქცია შეიმუშავებს კონკრეტულ წინადადებებს და წარუდგენს საკრებულოს თავის ხედვას.
|