+995 591 938927
თბილისი, თავისუფლების 2
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივები

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივები

2016 წლის 16 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ ცვლილებები განხორციელდა „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესში“. 2016 წლის 1 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“.

 

ხსენებული ცვლილებების შესაბამისად:

 

·         შეიცვალა და დაკონკრეტდა სახელმწიფო მოღვაწის და საზოგადმო მოღვაწის დეფინიციები;

 

·         სახელდების შესახებ საკრებულოს წინაშე ინიციატივის წარდგენის უფლება მიენიჭა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%  და დასახლების საერთო კრებას;

 

·         საკრებულო ვალდებული გახდა უზრუნველყოს  ინიციატივების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში საკრებულოს ვებ გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნება, დაინტერესებული მოქალაქეების მოსაზრებების მიღება და მათთან კონსულტაციების გამართვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით;

 

·         ადმინისტრაციული საქმისწარმოების რიგი ეტაპები მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდსაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონული პროგრამის გამოყენებით.

 

ხსენებული ცვლილებები ხელს შეუწყობს როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ასევე უზრუნველყოფს საკრებულოში მიმდინარე სახელდების საქმისწარმოების პროცესის გამჭვირვალეობას და დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 


 

დაინტერესებულ მოქალაქეებს, განსახილველ ინიციატივებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. (თავისუფლების მოედანი #2; ტელ.: 032 2 99 04 36ასევე შესაძლებელია შეტყობინების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე:m.baliashvili@tbsakrebulo.gov.ge და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის Facebook-ის ოფიციალურგვერდზე

 

დღის წესრიგი:

 

1. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, გიორგი ქუჩიშვილის ქუჩის შესახვევისთვის რეჟისორის თემურ ჩხეიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

2. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული უსახელო ქუჩისთვის და მასთან მდებარე შესახვევისთვის საქართველოს სახალხო არტისტის, მოცეკვავის ომარ მხეიძის სახელის მინიჭების შესახებ.

3. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, ციურიხის I შესახვევისთვის საზოგადო მოღვაწეების ივანე და ნინო პოლტორაცკების სახელის მინიჭების შესახებ;

4. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ეგნატე ფიფიას სახელის მინიჭების შესახებ;

5. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მონაკვეთისთვის და ჯუმბერ ლეჟავას I შესახვევისთვის ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ;

6. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, თამაზ სეფერთელაძის ქუჩისთვის სოლომონ ზალდასტანიშვილის I შესახვევისა და I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ;

7. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის მომღერლის თამაზ სეფერთელაძის სახელის მინიჭების შესახებ;

8. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ნავთლუღის I დასახლების VII ქუჩისთვის ისტორიკოსის გიორგი ბოჭორიძის სახელის მინიჭების შესახებ;

9. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, დოლაბაურის II ხევისთვის და დოლაბაურის III ხევისთვის მომღერლის ივანე მჭედლიშვილის სახელის მინიჭების შესახებ;

10. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გიორგი წულაიას სახელის მინიჭების შესახებ;

11. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. თბილისის სატრანზიტო გზის უსახელო მონაკვეთისთვის, დიდგორის ქუჩისთვის და ხიდის ქუჩისთვის თბილისის შემოსავლელი გზატკეცილის სახელის მინიჭების შესახებ;

12. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის II შესახვევისთვის და   შალვა ცინცაძის I შესახვევის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბაკურ ბექაურის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ;

13. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში,   გეგუთის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის გეგუთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;

14. „ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, ნიკო ჭავჭავაძის ქუჩასთან  მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის საქართველოს ეროვნული გმირის დიმიტრი ჩრდილელის სახელის მინიჭების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 ნოემბრის #580 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ;

15. „ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, წნორისწყლის და „დ“ ქუჩებისთვის რეჟისორისა და მსახიობის აკაკი ვასაძის სახელის მინიჭების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის #370 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

16. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნასაგურში, იოსებ ასლანიშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის იოსებ ასლანიშვილის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;

17. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ჯემალ გოგიტიძის ქუჩის გაგრძელების შესახებ;

18. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დიდებას ტერიტორიაზე, სულხან-საბა ორბელიანის I ჩიხის მონაკვეთისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის სულხან-საბა ორბელიანის სახელის მინიჭების შესახებ;

19. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ვასილ კოპცოვის ქუჩის მონაკვეთისთვის და ნავთლუღის VI შესახვევის მონაკვეთისთვის ვასილ კოპცოვის I და II ჩიხების სახელების მონიჭების შესახებ;

20. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ტბელ აბუსერიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის ტბელ აბუსერიძის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ.

 

 

 

2024 წლის არქივი


2023 წლის არქივი

 

2022 წლის არქივი 

 

2021 წლის არქივი 

 

2020 წლის არქივი

 

2019 წლის არქივი 


2018 წლის არქივი

 

2017 წლის არქივი


 


15:00
21 მარ
საკრებულოს სხდომა
14:45
21 მარ
ბიუროს სხდომა
14:00
21 მარ
კომისიის სხდომა
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა
13:30
21 მარ
კომისიის სხდომა
განათლებისა და კულტურის
13:30
21 მარ
კომისიის სხდომა
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო
13:00
21 მარ
კომისიის სხდომა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა.
13:00
21 მარ
კომისიის სხდომა
სარევიზიო კომისია
12:00
21 მარ
კომისიის სხდომა
კომისიების გაერთიანებული სხდომა
11:00
21 მარ
კომისიის სხდომა
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის
10:30
21 მარ
კომისიის სხდომა
სატრანსპორტო საკითხთა
13:00
14 მარ
კომისიის სხდომა
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო
LiveZilla Live Chat Software