თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა. სხდომას საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ კომისიის წევრებს კრწანისის რაიონში, ერეკლე II მოედანთან არსებული უსახელო სკვერისთვის პოეტის ტერენტი გრანელის სახელის მინიჭების საკითხი წარუდგინა. კომისიის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირთან VII კვარტალში კორპ. N3 მიმდებარედ არსებული უსახელო სკვერისთვის ექიმის იოსებ ჟორდანიას სახელის მინიჭებას.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, იუნკერთა ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, ერთს ჩიხს და ერთ გასასვლელს ოფიცრის გენო ქარუმიძის სახელი, მთაწმინდის რაიონშივე, ტაბახმელაში, არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას კი იუნკერ ოთარ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭება. საჯარო განხილვაზე მხარი დაუჭირეს ნაძალადევის რაიონში, ნინო წერეთლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის გენერალ მაიორის, ადმირალის გიგლა ირემაძის სახელის მინიჭების საკითხს. ნაძალადევის რაიონშივე, მარიამ დადიანი-ანჩაბაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრის მიხეილ ქორიძის სახელი მიენიჭება.
კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის I შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის კალათბურთელის ვლადიმერ უგრეხელიძის სახელის მინიჭებას.
საბურთალოს რაიონში, მეფე მირიანის ქუჩას მირიან მეფის სახელი მიენიჭება. ნაძალადევის რაიონში, ხევძმარის ქუჩის ორ მონაკვეთს ლევან ჭოჭუას I და II ჩიხის სახელი, ხოლო სამგორის რაიონში, გიორგი მაჩაბლის ქუჩასთან არსებულ უსახელო გასასვლელს გიორგი მაჩაბლის I გასასვლელის სახელი მიენიჭება.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024