თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე ვაკის რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესთან ერთად ნუცუბიძის I მ/რ-ის N9-10 კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდა და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის, დასასვენებელი სივრცის და სპორტული მოედნის მოწყობის პროექტი გააცნო.
სკვერისა და სპორტული მოედნის განახლების სამუშაოები 3000 კვ.მ ფართობის სივრცეზე იწყება. სამუშაოების შედეგად აღნიშნული ტერიტორია შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება და ბავშვებისა და მშობლებისთვის შესაბამის ზონებად დაიყოფა; მოეწყობა დასასვენებელი პავილიონი, სპორტული მოედანი, ფიტნეს ზონები, საბავშვო მოედანი და შადრევანი. ასევე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 953 000 ლარს შეადგენს.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024