თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა. სხდომას სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე უძღვებოდა. განხილვას საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
საჯარო განხილვის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, მიხა ხელაშვილის ქუჩისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, ჩიხისთვის, ზურგოვანის ტერიტორიაზე მდებარე ასი ათასი მოწამის ქუჩისთვის და მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიმავალი გზისთვის საქართველოს ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების საკითხი განიხილეს. ამასთან ასი ათასი მოწამის სახელი მიენიჭება კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩასთან მდებარე სანაპიროს უსახელო მონაკვეთს.
სამგორის რაიონში, ლევან ჩოხელის ქუჩასთან არსებულ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გოგიტა კიკნაძის სახელი, ხოლო ისნის რაიონში, ზურაბ ბეგიაშვილის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ექიმის ზურაბ ბეგიაშვილის სახელი მიენიჭება.
საჯარო განხილვაზე მხარი დაუჭირეს საბურთალოს რაიონში, პეკინის შესახვევისთვის კინოსა და თეატრის მსახიობის ჯემალ ღაღანიძის ქუჩის სახელის მინიჭების საკითხს. შეხვედრაზე განიხილეს ბესარიონ ქებურიას დასახლებაში რამდენიმე ქუჩისთვის ქართველი მფრინავების იზანი ცერცვაძის, ნიკოლოზ მაყაშვილის და ალბერტ ბალხამიშვილის სახელების მინიჭების საკითხები. სამგორის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის პირველი ჩიხს, მასთან მდებარე უსახელო მონაკვეთს და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მეხუთე ჩიხს გენერალ-მაიორის ზაურ უჩაძის სახელი მიენიჭება.
საჯარო განხილვის შემდეგ, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პროექტს.
განიხილეს ასევე ნაძალადევის რაიონში, მარიამ დადიანი-ანჩაბაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრის მიხეილ ქორიძის სახელის მინიჭების საკითხი. გარდა ამისა, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, იუნკერთა ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, ერთი ჩიხისთვის და ერთი გასასვლელისთვის ოფიცრის გენო ქარუმიძის სახელის, ხოლო მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის იუნკერ ოთარ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების საკითხები.
აღნიშნული საკითხების გარდა, კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, კრწანისის რაიონში, ერეკლე მეორის მოედანთან არსებულ უსახელო სკვერს პოეტის ტერენტი გრანელის სახელი მიენიჭება. ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირთან VII კვარტალში კორპ. N3 მიმდებარედ არსებულ უსახელო სკვერს ექიმის იოსებ ჟორდანიას სახელი, ასევე ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის I შესახვევს და მასთან მდებარე უსახელო ქუჩას კალათბურთელის ვლადიმერ უგრეხელიძის სახელი მიენიჭება. ნაძალადევის რაიონში, ნინო წერეთლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას გენერალ მაიორის, ადმირალის გიგლა ირემაძის სახელი მიენიჭება.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.