თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან, პარლამენტის წევრთან, ზუკა რურუასთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად, ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ქავთარაძის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. მიწის საექსკავაციო სამუშაოების და გვირაბის რკინა-ბეტონის ფილის მოწყობის სამუშაოების უმეტესი ნაწილი დასრულებულია. ამჟამად, გვირაბის კედლების არმირების პროცესი მიმდინარეობს.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, პროექტი 2025 წლის იანვარში დასრულდება.
„აღნიშნული გვირაბი, რომელიც უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მიხეილ შავიშვილის და პეტრე ქავთარაძის ქუჩებს დაუკავშირდება, ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად განტვირთავს საკმაოდ დატვირთულს მოძრაობას. გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა, თითო ზოლი თითო მიმართულებით "- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
პროექტის ფარგლებში, გვირაბის მისასვლელ-გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარები მოეწყობა. ასევე, ჩატარდება საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდება LED სანათები. ასევე, გვირაბის გასწვრივ რკინა-ბეტონის დამცავი კედლები აშენდება.
პროექტს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024