თბილისის საკრებულოსა და „ევროპა დონა საქართველოს“ ინიციატივით, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის სატელევიზიო ანძა იასამნისფრად განათდა. ამ დღის მიზანია კიბოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, რათა ყოველწლიურად დაფიქსირებული ლეტალობის მილიონობით შემთხვევა თავიდან იქნას არიდებული.
თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, „ევროპა დონა საქართველო“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრი უკვე ორი წელია აწარმოებს კამპანიას „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქალებში დაავადებათა ადრეულ გამოვლენას და მკურნალობის დროულ დაწყებას.
თბილისის მერია ამ მიმართულებით რამდენიმე მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, მათ შორისაა „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამა, რომლის ყველა მოსარგებლე 2024 წლიდან სრულად დაფინანსდება.
გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერთან ერთად დასასვენებელი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თებერვალი 04,2025საკრებულოში თბილისის ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
თებერვალი 04,2025თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა დასრულდა
იანვარი 31,2025