თბილისის საკრებულოში ევროპის საბჭოს საგრანტო პროექტის „მუნიციპალური სერვისების შესახებ ინფორმაციაზე, საჯარო სერვისებსა და პროგრამებზე ეთნიკური უმცირესობების წვდომის გაზრდა თბილისის მუნიციპალიტეტში“ შედეგებთან დაკავშირებით დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ევროპის საბჭოს პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები პროგრამის შედეგების შესახებ მოხსენებებით წარდგნენ და აღნიშნული მიმართულებით საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები გამოთქვეს.
ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებთან მუნიციპალური სერვისებისა და პროგრამების შესახებ საინფორმაციო სესიები ჩაატარეს.
თავის მხრივ, მიღებული ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებმა თავიანთი თემების წარმომადგენლებს გააცნეს, მიღებული შედეგები კი დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ შემაჯამებელ შეხვედრაზე წარმოადგინეს.
საგრანტო პროექტი ევროსაბჭოს პროგრამის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.
„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა
ოქტომბერი 02,2023„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში თავისუფლების მოედანზე „ცოცხალი ჯაჭვი“ შეიკრა
ოქტომბერი 02,2023გიორგი ტყემალაძე ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ოქტომბერი 02,2023