თბილისის საკრებულოში USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. შეხვედრას საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე, საკრებულოს წევრები ნინო რუხაძე და ლევან აბაშიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე თბილისის საკრებულოსა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლებმა განსახორციელებელ პროექტებსა და გეგმებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.