თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი „ნამაი ვაკე“ გაიხსნა, რომლის პროექტი ცნობილი ლიეტუველი არქიტექტორების ავტორობით ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით არის შექმნილი.
ზემო ვაკეში მდებარე კომპლექსის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძემ მიიღო. მან სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა პროექტის განხორციელებაში ჩართულ მხარეებს და დედაქალაქში ეკოლოგიის გაუმჯობესების კუთხით მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ზურაბ აბაშიძე: „თბილისის მუნიციპალიტეტის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო „ნამაი ვაკის“ იდეის ავტორებსა და მის განმახორციელებელ კომპანიას არაჩვეულებრივი პროექტის შექმნისთვის, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს კომფორტულ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი დედაქალაქის ინფრასტრუქტურა ვითარდება. დღეს ნინო ჟვანიას ქუჩა, რომელიც რამდენიმე წლის წინ თითქმის დაუსახლებელი ადგილი იყო, თავისი სიმწვანითა და მშვიდი გარემოთი თბილისში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გამორჩეულ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ მთელი დედაქალაქის მასშტაბით გრძელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რაც მეტად მიმზიდველს გახდის ჩვენს ქალაქს და კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპულ სივრცესთან. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ინვესტორებთან და მჯერა, აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში თბილისის ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ.“
ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ და ლიეტუვის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იოვიტა ნელუპშიენემ.
საცხოვრებელი კომპლექსის „ნამაი ვაკე“ მთავარი თავისებურება ენერგოეფექტურობაა, რაც გულისხმობს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უკეთესი პირობებისა და მეტი კომფორტის შექმნას ნაკლები ენერგიის გამოყენებით. ზემო ვაკეში მდებარე კომპლექსი უკვე დასრულებულია და მზად არის მცხოვრებლების მისაღებად.
„ნამაი ვაკე“ ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის „ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის“ პირველი პროექტია. აღსანიშნავია, რომ კომპანია მომავალშიც აპირებს საქართველოში მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა
ოქტომბერი 02,2023„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში თავისუფლების მოედანზე „ცოცხალი ჯაჭვი“ შეიკრა
ოქტომბერი 02,2023გიორგი ტყემალაძე ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ოქტომბერი 02,2023