თბილისის საკრებულოში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის მიმწოდებელი ცენტრებისა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართული შეხვედრა, რომელსაც თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ესწრებოდა, გიორგი ბირბიჩაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში“ შეტანილი ცვლილებები გააცნო. კომისიის თავმჯდომარის თქმით, ცვლილება „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესს და პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობის გაზრდას ეხება.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მშობლებმა საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შესახებ იმსჯელეს.
„მოხარული ვარ, რომ საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებული ცვლილებით, ბავშვებს და მოზარდებს, ვინც აქამდე პროგრამით ვერ სარგებლობდა, მერიისგან დაფინანსდებიან. გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის მიმწოდებელი ცენტრებისა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ბავშვების მშობლებთან მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ და მომავალში თანამშრომლობის გეგმაზე შევთანხმდით“,- განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში“ შეტანილი ცვლილების თანახმად, ბენეფიციარების რაოდენობა 145-ით იზრდება და კომპლექსური თერაპიის კურსების გავლის შესაძლებლობა 1375 ბენეფიციარს ექნება.
საკრებულოში გამართულ შეხვედრას თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე ესწრებოდა.
ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორს მოუსმინეს
ოქტომბერი 19,2023„გაფანტული სკლეროზის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტები და კვლევები თანამოქალაქეებს სრულად აუნაზღაურდებათ“
სექტემბერი 20,2023