2020- 2022 წლებში, თბილისში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მიაწოდა. ღონისძიებას, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
თბილისის მერის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. 2020-2022 წლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ქეთევან დედოფლის, აკაკი წერეთლის და ვაჟა ფშაველას გამზირებს.
დაგეგმილია, მინდელის სახელობის ხიდის, მარშალ გელოვანის გამზირისა და მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. 2022 წლამდე, უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის შემაერთებელი ხიდის მშენებლობა დასრულდება. თბილისის მთავრობა შეშელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლების გამაგრებასაც გეგმავს.
წელსვე, თბილისში არსებული მწვანე სივრცეების რეაბილიტაცია- მშენებლობა დაიწყება. დაგეგმილია თემქისა და ვაკის პარკების, დიღმის ჭალების, გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ვარკეთილში მდებარე რამდენიმე სკვერის მშენებლობა. დედაქალაქში რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზაგამყოფ კუნძულებს.
თბილისის განვითარების ფონდი დედაენისა და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაციის მეორე ეტაპს დაიწყებს. ასევე დაგეგმილია, მეტეხის ხიდიდან იუსტიციის სახლამდე არსებული სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიმდინარე წელს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია დაიწყება.
საკრებულოში თემაზე „ქალთა იშვიათი პროფესიები“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 18,2024გიორგი ტყემალაძე: „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ პედაგოგებსა და მოსწავლეებს
სექტემბერი 16,2024თინათინ ნიბლოშვილმა და ირაკლი ხელაძემ 190-ე სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს
სექტემბერი 16,2024