თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის რიმა ბერაძის ინიციტივით, ყოფილი ჟურნალისტის ნინო ჭიღიტაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართა.
ნინო ჭიღიტაშვილს თურქეთში სასწრაფო მკურნალობა, კერძოდ კი, უჯრედოვანი კვლევის ჩატარება სჭირდება.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართულ საღამოში მონაწილეობა ცნობილმა მსახიობებმა, პოეტებმა, მხატვრებმა და მომღერლებმა მიიღეს.
საქველმოქმედო საღამოს სახელწოდებით - „ერთმანეთისთვის“, ქართველი ემიგრანტებიც შეუერთდნენ და ქალბატონი ნინოს მასპინძლობისთვის თურქეთის რესპუბლიკაში მზადყოფნა გამოთქვეს.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ და თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ მიმართეს.
„ეს არ არის მხოლოდ ქალბატონი ნინოსადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო. ეს ჩვენი ურთიერთსიყვარულის, თანადგომისა და ხვალინდელი საქართველოს საღამოა. ქალბატონ ნინოს მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს და მას მატერიალურ დახმარებასთან ერთად მორალური მხარდაჭერაც ძალიან სჭირდება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი ღონისძიება. მინდა თითოეულ მონაწილეს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო , ქალბატონ ნინოს კი მხნეობა და ჯანმრთელობა ვუსურვო“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, დედაქალაქის მერიისა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები, ცნობილი პოეტები, მწერლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თბილისში ცნობილი ხელბურთელის, ჯემალ ცერცვაძის, მემორიალური დაფა გაიხსნა
მაისი 07,2024გიორგი ტყემალაძე: „ბაგების და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტია“
მაისი 03,2024თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 29,2024