თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს დეპუტატები თბილისის მერის კახა კალაძის 2 წლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ.
კახა კალაძემ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ორწლიანი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. თბილისი მერის თქმით, დედაქალაქის მთავრობისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება კვლავ პრიორიტეტულ საკითხებად რჩება.
კახა კალაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 300 მილიონი ლარით იზრდება, რაც თბილისის მთავრობას 300 მილიონი ლარით მეტი ღირებულების, მნიშვნელოვან პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს. მისი განმარტებით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა, რომლის ფარგლებშიც სისტემა სრულიად ახალ სტანდარტზე გადადის. დაწყებულია მუშაობა მიკროავტობუსების პარკის განახლებაზე. მიმდინარეობს მეტროს რეაბილიტაცია, წარმატებით განხორციელდა ტაქსების რეფორმა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მიმართულებით. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორბელიანის მოედანს და მთავრდება გუდიაშვილის მოედნის განახლება. მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებითაც.
თბილისის მერის საქმიანობა თბილისი საკრებულოს თავმჯდომარემ შეაფასა. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისელებისთვის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით გადამწყვეტი ნაბიჯები გადაიდგა. მისი თქმით, თბილისის განვითარებისთვის დედაქალაქის მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს.
”ჩვენ ყველამ ვნახეთ პრეზენტაცია, რომელიც 2 წლიან მუშაობას ეხება და ჩემი შეფასებით, თბილისს ჰყავს ძალიან ეფექტური მენეჯმენტი, რომელსაც მერი ხელმძღვანელობს. უპრეცედენტოდ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ურბანული, სატრანსპორტო, გარემოსდაცვითი და სოციალური პროექტები. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი მილიარდ ლარს აჭარბებს. დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, რაც თბილისში კიდევ უფრო მეტი მასშტაბური პროექტების განხორციელების საშუალებას მოგვცემს.მინდა, აღვნიშნო, რომ თბილისის მერია და საკრებულო კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს. ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგად, თბილისი აუცილებლად იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სიცოცხლით სავსე ქალაქი”- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის მერის საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილება განიხილა
აპრილი 25,2024თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024