თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიმიტრის კარაბალისს შეხვდა. შეხვედრას საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრი და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე, ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი და საქართველოში ბერძნული დიასპორის ხელმძღვანელი ევგენია კოტანიდისი ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ შეხვედრაზე ქართველ და ბერძენ ხალხებს შორის მრავალწლიანი მეგობრობის შესახებ ისაუბრა. მან საბერძნეთში ქართული დიასპორის და საქართველოში ბერძნული დიასპორის საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრები სათვისტომოებს შორის ურთიერთობების გააქტიურებას უწყობს ხელს.
„ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ხალხებს შორის მეგობრობის გაღრმავებას და დიასპორათა შორის ურთიერთობების გააქტიურებას შეუწყობს ხელს. საკრებულოში ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭო არსებობს, რომლის მუშაობაშიც ბერძნული დიასპორა აქტიურად არის ჩართული, რაც სასიხარულოა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საბერძნეთში საკმაოდ მრავალრიცხოვანია ქართული სათვისტომო, რომელიც ბერძნულ საზოგადოებაში კარგად არის ინტეგრირებული. ჩვენი დიასპორების საქმიანობა ქართველებსა და ბერძნებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის მნიშვნელოვანია,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საბერძნეთის ელჩმა დიმიტრის კარაბალისმა საკრებულოს თავმჯდომარეს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა. მისი განცხადებით, დიასპორებს შორის ურთიერთობა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას უწყობს ხელს.
მხარეებმა თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
საკრებულოში თემაზე „ქალთა იშვიათი პროფესიები“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 18,2024გიორგი ტყემალაძე: „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ პედაგოგებსა და მოსწავლეებს
სექტემბერი 16,2024თინათინ ნიბლოშვილმა და ირაკლი ხელაძემ 190-ე სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს
სექტემბერი 16,2024