,,ჩვენ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის „სითი ინსტიტუტის“ მიერ შედგენილი დოკუმენტისთვის ვაპირებდით მხარდაჭერას. რაც შეეხება კალაძე-ივანიშვილის ბიზნეს-გეგმას, ჩვენ მის დამტკიცებაში მონაწილეობას არ მივიღებთ’’,-აღნიშნულის თაობაზე განცხადება საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესაბამისად, ათასობით კონკრეტულ მისამართზე სარეკრიაციო ზონების სტატუსი საცხოვრებელი ზონებით იცვლება.
მისივე თქმით, 15 ათასამდე კვადრატულ მეტრ ფართობს, რომელიც ჯერ ბოტანიკური ბაღის საკუთრებაა და ბიძინა ივანიშვილის სასახლეს ემიჯნება, სტატუსი ეცვლება, რაც ამ ტერიტორიაზე მშენებლობის საშუალებას იძლევა.
როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, ცვლილებები გენგეგმაში მხოლოდ ივანიშვილის გამო არ შეიტანეს და ეს ,,ქართული ოცნების’’ არაერთი შემომწირველის სასარგებლოდაც კეთდება.
მისივე ინფორმაციით, რეკრეაციულ ზონას სტატუსს მზიურის მიმდებარედაც უცვლიან და იქ კორპუსების აშენება იქნება შესაძლებელი.
ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონაში კორპუსები გაჩნდება კრწანისშიც, ხოლო წყნეთში რეკრეაციული ზონა საცხოვრებლად „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველისთვის.
,,ამდენად, ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ გენერალურ გეგმას თბილისელების ინტერესებთან არავითარი საერთო არ აქვს’’,-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მოუწოდა უმრავლესობას, აღნიშნული დოკუმენტის მიღებაში მონაწილეობა არ მიიღონ.
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილება განიხილა
აპრილი 25,2024თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024