7 თებერვალს, ქალაქ ბელგრადში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიმართა.
საქართველოს მხრიდან სხდომაში მონაწილეობდნენ: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, თამარ ტალიაშვილი, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნინო ქავთარაძე.
კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილეს, მათ შორის: ევროპის ოთხი ქვეყნის ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მონიტორინგის შედეგები. ასევე, იმსჯელეს წევრ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებზე, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე. ამავე სხდომაზე, დაიგეგმა მომდევნო შეხვედრაზე განსახილველი თემები და საკითხები.
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა
აპრილი 26,2024სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი ერთი საკითხი განიხილეს
აპრილი 26,2024თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024