თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი და ფრაქცია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო"-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მუსხელიშვილი გუანდონგის პროვინციის საგარეო ოფისის ხელმძღვანელს ლუო ჯუნს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის შემდგომ განვითარებაზე იმსჯელეს.
დღესვე მხარეებმა ექსპორტ-იმპორტის გაზრდისა და საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებიც შეაფასეს.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობებზე. შევთანხმდით, რომ სამთავრობო დელეგაციებთან ერთად, ბიზნესმენების ვიზიტებიც დაიგეგმება. მინდა აღვნიშნო, რომ უახლოეს პერიოდში, თბილისი გუანდუნგის პროვინციის, ქარხნების და წარმოებების პროდუქციის რეგიონულ გამოფენას უმასპინძლებს. ჩვენ გუადუნგის პროვინციასთან, კონკრეტულად ქალაქ გუანჯოუსთან წლებია ვთანამშრომლობთ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. საქართველოში უკვე გაიხსნა ორი საწარმო და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა",- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.