თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევა განიხილეს. სხდომას თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი მამუკა კობახიძე ესწრებოდნენ.
საკრებულოს წევრებმა სატენდერო და ტექნიკური ზედამხედველობის პროცედურების გამკაცრებაზე იმსჯელეს. როგორც დეპუტატებმა განაცხადეს, ისინი მზად არიან სამუშაო პროცესში, მერიასთან ერთად, აქტიურად ჩაერთონ და ხელშეკრულებების დადებისას ერთიანი სტანდარტის შექმნას ხაზი გაუსვეს.
საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, მომავალში უნდა დაიხვეწოს ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც, სატენდერო თუ ტექნიკური ზედამხედველობის პროცედურები კიდევ უფრო გამკაცრდება. მისივე თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებითაც და უახლოესი დღეების განმავლობაში ამ მხრივ გასათვალისწინებელი ახალი კომპონენტები იქნება წარმოდგენილი.
ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის მიზეზად, „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომის ნაცვლად, საკითხის გაერთიანებული კომისიების ფორმატში განხილვა დაასახელა.
როგორც ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს ლიდერმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომას არ დაესწრნენ, რადგან ამ საკითხის განხილვისთვის მომართულები არ არიან, განსხვავებით კონსტრუქციულად განწყობილი ოპოზიციისგან, რომელიც დარბაზში დარჩა.
კომისიების გაერთიანებული სხდომა ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის მიზეზად ფრაქციის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა მათი მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომის ნაცვლად კომისიების გაერთიანებული სხდომის გამართვა დაასახელა.
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილება განიხილა
აპრილი 25,2024თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024