თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ ხანძრის შედეგად „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებისათვის თანხის გაცემასთან დაკავშირებით ბიუჯეტში ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენსა და ხანძრის შედეგად „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებს შორის შეთანხმება შედგა და ჩვენმა ერთთვიანმა მუშაობამ შესაბამისი შედეგი გამოიღო.
როგორც მოგეხსენებათ, ეს პერიოდი იმ სიების დაზუსტებას დასჭირდა, რომელიც მთლიანად დაზარალებულებისა და მათი ხელმძღვანელობების ჩართულობასა და მონაწილეობაზე იყო დამოკიდებული.
სიების დაზუსტებისთნავე , ჩვენ მერიის სარეზერვო ფონდიდან 345 დაზარალებულისთვის 3000 ლარის გადაცემის საშუალება მოგვეცა’’,-განაცხადა რიმა ბერაძემ და აღნიშნა, რომ დღეს საკრებულოში ჩანიშნულ საგანგებო სხდომაზე დეპუტატები სწორედ ბავშვთა სამყაროს დაზარალებულთათვის ერთჯერადი დახმარების დროულად გაცემის მიზნით, 2017 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ შესაბამის ცვლილებებს განიხილავენ.
,,ჩვენ ოპოზიციონერ კოლეგებს კი მინდა მოვუწოდო, რომ პოლიტიკური ქულების დაწერა ყველაფერზე არ შეიძლება!,“- განაცხადა დეპუტატმა.