თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო დროშის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც, სახელმწიფო უწყებების გარდა, უკვე მრავალი წელია, მოქალაქეებიც უერთდებიან.
„თბილისის საკრებულო 2012 წლიდან შეუერთდა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ინიციატივას და ყოველ 14 იანვარს ჩვენ სახელმწიფო დროშის დღეს დიდი პატივითა და სიამაყით აღვნიშნავთ. 14 იანვარი ეროვნული დღესასწაულია და მოხარული ვარ, რომ თბილისის საკრებულო უკვე მრავალი წელია ამ წამოწყების მონაწილეა“, - განაცხადა ლევან აბაშიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ 2012 წელს გამოცხადდა.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023