სამგორის რაიონში „ისრაელის სახლის“ მხარდაჭერით გამწვანების აქცია „გაამწვანე სამგორი“ გაიმართა.
გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, სამგორის რაიონის მაჟორიტარმა, რევაზ სოხაძემ, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ, ასევე ისრაელში მოქმედი მსხვილი ფონდის Keren Kayemeth Lelsrael-ის წარმომადგენლებმა და ისრაელელმა სტუმრებმა მიიღეს.
ღონისძიების ფარგლებში, 50 ძირი ლეილანდის კვიპაროსის ჯიშის ნერგი დაირგო ვარკეთილი 3-ში, სესილია თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე N180-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ მოვლა-პატრონობას შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.
გამწვანების აქცია სამგორის რაიონში კამპანიური ხასიათისაა და იგი მომავალშიც გაგრძელდება.
ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა
ოქტომბერი 24,2024გიორგი ახვლედიანმა და ზურაბ აბაშიძემ საზოგადოებას წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს
ოქტომბერი 23,2024