თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N 35-100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელეს.
საკითხი კომისიის წევრებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა თამარ გოგიტიძემ გააცნო.
პროექტის თანახმად, ცვლილება „ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესში” შედის. ცვლილებები საქართველოში, ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის პროგრამის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ პროცესებში ძვლის ტვინის დონორთა მსოფლიო ორგანიზაციასთან (WMDA) თანამშრომლობამ და მათმა მხარდაჭერამ განაპირობა.
დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებებით მომავალში ასეთი რეესტრის არსებობა პაციენტებს მისცემს საშუალებას ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ ყველა სამედიცინო მომსახურება ონკოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მართვაში, დაიზოგება საბიუჯეტო თანხების გადინება ქვეყნის გარეთ.
„დღეს ვიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მომავალში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის არსებობა პაციენტებს მისცემს საშუალებას ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ ყველა სამედიცინო მომსახურება ონკოლგიური და ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მართვაში“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.