თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე ააიპ „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“-ს მიერ დაარსების დღიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალებზე იმსჯელეს. განხილვას ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ამავე სხდომაზე, კომისიის წევრებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი განიხილეს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2024 წელს დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიშზე ინფორმაცია მოისმინეს და ცნობად მიიღეს.