თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა “თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების კვარტალური მიმოხილვის შესახებ“ ინფორმაცია მოისმინეს. საკითხი კომისიის წევრებს მერიის საქალაქო საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ გააცნო.
კომისიის წევრებმა ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს და ააიპ „ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“-ს მიერ 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალებზე იმსჯელეს.
სარევიზიო კომისიის სხდომაზე თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2024 წლის 6 თვის (01.01.2024-01.07.2024წწ) მუშაობის ანგარიშიც განიხილეს.