თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
საკრებულოს წევრებმა სხდომაზე თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს, დადებითი რეკომენდაცია მისცეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას დაუჭირეს მხარი.
დღესვე დეპუტატების გადაწყვეტილებით, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების რამდენიმე პროექტი დამტკიცდა.
წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე ახალი სახელები მიენიჭა თბილისში მდებარე რამდენიმე ქუჩასა და ჩიხს, რომლის თაობაზეც ინფორმაცა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ წარმოადგინა.
საკრებულოს სხდომას დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.