თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებისთვის სახელების მინიჭების საკითხები განიხილეს.
საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთ უსახელო ქუჩას ჭადრაკის დამსახურებული მწვრთნელის ვახტანგ ქარსელაძის სახელი მიენიჭება, გლდანის რაიონში, ავჭალის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ორ შესახვევს გეოლოგის არსენ ოქროჯანაშვილის სახელი ეწოდება.
ნაძალადევის, სამგორის, ვაკის რაიონებში უსახელო ქუჩებს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების მალხაზ ჯღარკავას, გელა მინდიკაურის, ვეფხო მათიაშვილის და ოთარ ოძელაშვილის სახელები მიენიჭებათ.
დეპუტატებმა ისნის რაიონში მდებარე ერთ-ერთ მოედნის და მასთან არსებულ უსახელო ქუჩისთვის პოლონელი მარშალის, 1918-1922 წლებში პოლონეთის რესპუბლიკის პირველი მეთაურის, იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭებაზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023