სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 47-ე პლენარული სესია გაიხსნა. სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე და ფრაქცია - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია მონაწილეობენ.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 47-ე პლენარული სესია კონგრესის პრეზიდენტმა, მარკ ქულსიმ გახსნა, რის შემდეგაც კონგრესის წევრებს განცხადებით ალენ ბერსემ, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის რანგში, პირველად მიმართა. სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსიც.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 47-ე პლენარული სესიაზე, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციების დაარსებიდან 20 წლისთავის აღსანიშნავად გაიმართება დებატები თემაზე: ადგილობრივი დემოკრატია, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის საყრდენი. ამას გარდა, უკრაინის წარმომადგენლები გამოვლენ მოხსენებებით თემაზე: რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ - კულტურული მემკვიდრეობის განადგურება უკრაინაში.
სესიის ფარგლებში განიხილავენ ფინეთში, ისლანდიაში, ლატვიასა და მალტაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის განხორციელების მონიტორინგის შედეგებს.
სესიაზე სხვა თემებთან ერთად, ასევე იმსჯელებენ ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობასა და მსოფლიოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის როლზე. ასევე, გაიმართება დებატები თემაზე: ადგილობრივ დონეზე არჩეული წარმომადგენლები, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის აქტორები.
სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 47-ე პლენარული სესია 15 ოქტომბერს გაიხსნა და 17 ოქტომბერს დასრულდება.
საკრებულოში ილია II -ის დაბადებიდან 91-ე და პატრიარქად მისი აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ოქტომბერი 24,2024ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა
ოქტომბერი 24,2024ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა საკრებულოში გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინეს
ოქტომბერი 24,2024