პარიზის პარალიმპიადიდან დაბრუნებული პარალიმპიელებისთვის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დახვედრის ცერემონია გაიმართა.
პარიზის ზაფხულის XVII პარალიმპიურ თამაშებზე მოასპარეზე პარასპორტსმენებმა ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს, რაც ქართული პარასპორტის ისტორიაში უპრეცედენტო მაჩვენებელია.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ქართველ პარასპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რატი იონათამიშვილმა და საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯომარე, გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ასევე ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები დაესწრნენ.
პარალიმპიელებისთვის ოლიმპიური თამაშების ანალოგიური ჯილდოები გაიცემა. ყველა იმ პარასპორტსმენს, რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, 50 000 ლარის ოდენობის ჯილდო გადაეცემა, ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება სახელმწიფო ჯილდოებზე მათი წარდგენის შესახებ.