თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, დედაქალაქის მერიისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, ასევე ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის’’ ორგანიზებით, ,,თბილისის კალათბურთის სასკოლო ლიგის’’ფინალი და დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით შედგა, დედაქალაქის საკრებულოს წევრები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
დედაქალაქის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გურამ ოქროპირიძემ სასკოლო ლიგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
გურამ ოქროპირიძემ ფინალში გამარჯვებულ გუნდს წარმატება მიულოცა და ამასთანავე აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში სასკოლო ლიგის ფორმატი კიდევ უფრო გაფართოვდება და საჯარო ორგანიზაციებთან და უწყებებთან ერთად მასში კეძო სექტორიც ჩაერთულობაც გაიზრდება.
საკალათბურთო ლიგის ფინალის დასრულებისთანავე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული სპორტსმენები და პირველი ადგილის მფლობელი 53-ე საჯარო სკოლის საკალთბურთო გუნდის წევრები დედაქალაქის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გურამ ოქროპირიძემ, ასევე საკრებულოს წევრებმა ანა კილაძემ და ანა კაკაბაძემ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან-ვლადიმერ ბოჟაძესთან, გიორგი ჩაკვეტაძესთან, კალათბურთის ფედერაციისა და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვეს.
ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციამ კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს’’ ფარგლებში 2019 წელს, სასკოლო ლიგა დააფუძნა.
აღნიშნული ტურნირები სასკოლო ჩემპიონატების სისტემის ჩამოყალიბებას და ერთიანი პლატფორმის ქვეშ გაერთიანებას ემსახურება და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით, დღემდე წარმატებით ხორციელდება.
2024-2025 სასწავლო წელს სასკოლო ლიგა თბილისსა და რეგიონებში სპორტის 15 სახეობაში გამიართება და მასში 500-მდე სკოლის 20 000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.