თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ სევილიაში გამართულ ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) პოლიტიკური საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო. შეხვედრაზე, რომელსაც ლევან აბაშიძის გარდა, საქართველოდან PLATFORMA-ს სხვა წევრებიც ესწრებოდნენ, ახალი მულტიფინანსური ჩარჩო (MFF) და ევროკავშირის საგარეო ქმედებები განიხილეს.
ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე ქართულმა მხარემ გლობალურად და განსაკუთრებით კანდიდატ ქვეყნებში LRG-ების ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბიუჯეტი არათუ შემცირდეს, არამედ გამოყოფილმა ბიუჯეტმა ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიები უნდა გააძლიეროს.
PLATFORMA-ს პოლიტიკური საბჭოს სხდომა 2 აპრილს გაიხსნა. PLATFORMA-ს დირექტორმა, ბორის ტონჰაუზერმა, MFF-ში ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. CEMR-ის გენერალურმა მდივანმა, ფაბრიციო როსიმ კი PLATFORMA-ს პოზიციის დოკუმენტი წარადგინა, სადაც ევროკავშირის საგარეო ქმედებებში ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების ჩართულობის გაძლიერებაზეა საუბარი.