თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში bp-ის მიერ დაფინანსებული პროექტის - „მეტი ინოვაცია და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში“ პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე, რომელზეც სიტყვით თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელთან, ნინი სანადირაძესთან ერთად გამოვიდა, მზის პანელების პრეზენტაციაც შედგა.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ამიერკავკასიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მუზეუმი ბუნებრივი ენერგიის წყაროზე გადადის და მზის ენერგიას მოიხმარს.
“პროექტის ფინალური პრეზენტაციის ფარგლებში თბილისის მუზეუმების გაერთიანების კონსერვაციისა და რესტავრაციის ლაბორატორიის განახლებული შესაძლებლობებისა (bp-ის ფინანსური მხარდაჭერით ლაბორატორია აღიჭურვა რესტავრაციისა და საკონსერვაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანამედროვე აპარატურითა და ხელსაწყოებით) და ერთწლიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაცია იყო წარმოდგენილი.
ასევე ამავე ლაბორატორიაში რესტავრირებული ნამუშევრების, კერძოდ, გალაკტიონ ტაბიძის პირადი არქივიდან რესტავრირებული ხელნაწერების, რარიტეტული წიგნების, პერიოდული გამოცემების, სათამაშოებისა და ფაიფურის ნიმუშების გამოფენა მოეწყო”, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
პროექტის ფარგლებში ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში მომზადდა ორენოვანი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუდიო-გიდის სისტემა და დაინერგა ახალი ტექნოლოგიები, რაც სამუზეუმო თხრობის გამრავალფეროვნებას და დამთვალიერებლისათვის მეტი კომფორტის შექმნას უწყობს ხელს. აუდიო გიდების მეშვეობით, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა მისთვის მისაღებ ენაზე ინდივიდუალურად წარმართოს სამუზეუმო ტური.
ამასთანავე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების აუდიტორიის გაფართოების მიზნით, მომზადდა და შესაბამის პლატფორმებზე განთავსდა თბილისის მუზეუმების გაერთიანების საქმიანობის პოპულარიზაციისა და ვიზიტორთა თუ ონლაინ მიმდევართა მოზიდვის მიზნით საინფორმაციო, საგანმანათლებლო ათი ვიდეორგოლი.
პროექტი განხორციელდა კომპანია bp-ის დაფინანსებითა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის - CTC-ის თანამშრომლობით თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან.
კახა ლაბუჩიძემ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 22,2024ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა
ოქტომბერი 22,2024საკრებულოში სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ოქტომბერი 21,2024