თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით და "ტერაბანკის" მხარდაჭერით, სამგორის რაიონში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა.
კამპანიის "გაამწვანე სამგორი" ფარგლებში, ვარკეთილი 3, მე-3 მ/რ-ში, N310 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 ძირი ამერიკული ნეკერჩხალი დაირგო.
ახალი ნარგავების მოვლა-პატრონობასაც შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.
გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა "ტერაბანკის" წარმომადგენლებმა და „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მიიღეს.
გამწვანების აქცია სამგორის რაიონში კამპანიური ხასიათისაა და იგი მომავალშიც გაგრძელდება.
ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა
ოქტომბერი 24,2024გიორგი ახვლედიანმა და ზურაბ აბაშიძემ საზოგადოებას წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს
ოქტომბერი 23,2024