თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა. სხდომაზე კომისიათა პერსონალური შემადგენლობების ცვლილებები განიხილეს.
წარმოდგენილი ცვლილებებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის შემადგენლობას შეუერთდება. ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ ცინცაძე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიას დატოვებს და ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი გახდება.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას დატოვებს და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში გაწევრიანდება ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ანა კილაძე.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.