დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა-თბილისი“ წევრმა თემურ გრიგალაშვილმა ბრიფინგი გამართა.
დეპუტატმა თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე უკმაყოფილება გამოთქვა და თბილისის მერს პოსტის დატოვებისაკენ მოუწოდა.
დეპუტატმა დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პროირიტეტების არასწორ გადანაწილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქის აღმასრულებელ სტრუქტურებში
მიმდინარე ატროფიზაციის პროცესი ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება.
თემურ გრიგალაშვილი ბრიფინგზე ხელფასების ზრდის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ნაცვლად მათი შეთავაზებისა, რომელიც ავტობუსები მძღოლებისთვის, ბაგა-ბაღების აღმზრდელების, ასევე დამსუფთავებლებისთვისა და დედაქალაქისათვის სხვა მნიშვნელოვანი საქმიანობით დაკავებული ადამიანებისთვის ხელფასების 20% -იან ზრდას გულისხმობდა, დავით ნარმანია, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ხელფასებს მხოლოდ საკუთარ ჩინოვნიკებს უზრდის.
საკრებულოს წევრმა ეჭვი საბიუჯეტო თანხების გაფლანგავის შესაძლებლობის თაობაზეც გამოთქვა.
,,ჯამში, სახეზე გვაქვს ჩიხური სიტუაცია და გამოსავალი ამ მდგომარეობიდან მხოლოდ ერთია. დავით ნარმანიამ უნდა დატოვის პოსტი და მისი ადგილი დაიკავოს გამოცდილმა, პასუხისმგებლობის მქონე და საქმის კეთებაზე ორიენტირებულმა პირმა“-განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
თებერვალი 28,2017საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს
თებერვალი 22,2017სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
ნოემბერი 25,2016