თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება განიხილეს, რომელიც მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნუგზარ ჭონქაძემ წარადგინა. სხდომაზე მოუსმინეს ასევე მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსს გოგი ჩიქოვანს, რომელმაც თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი და მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები გააცნო დეპუტატებს.
აღნიშნული საკითხების გარდა, სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილები განიხილეს, რომელიც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა სერგო ბირკაძემ და შპს ჰერმესის იურიდიული განყოფილების უფროსმა დავით ლინჩიკმა წარადგინეს.
სერგო ბირკაძემ რამდენიმე დადგენილებაში ცვლილებები და სხვადასხვა მისამართზე მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები გააცნო საკრებულოს წევრებს.
საკრებულოს სხდომაზე სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს ნინო ბაგაშვილს მოუსმინეს, რომელმაც თბილისში, გლდანის რაიონში; ქალაქი თბილისი, ნიკო კეცხოველის N58-ში არსებული, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე სამშენებლო განვითარების დასაშვებობის საკითხის შეთანხმების თაობაზე განკარგულების პროექტი წარადგინა. მან ასევე „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების თაობაზე განკარგულების პროექტები გააცნო საკრებულოს წევრებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის წარადგინა.
საკრებულოს წევრებმა სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჯაფარიძემ კომისიის მიერ 2024 წელს შესრულებული სამუშაოს წლიური ანგარიში წარადგინა.
თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ლევან არველაძემ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა. მისი ინფორმაციით, თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა განისაზღვრა 1 877,892,3 ათასი ლარით, ფაქტიურმა შესრულებამ 1 989,330,5 ათასი ლარი შეადგინა ანუ გეგმის 105.9%.