თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ზღვის უბანში, თემქის ხევში, საქალაქო მნიშვნელობის პარკის გახსნას დაესწრო.
ზღვის უბანში 25 ჰექტარზე გაშენებული საქალაქო მნიშვნელობის პარკი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სარეკრეაციო პროექტია და დედაქალაქში ყველაზე დიდი დასასვენებელი სივრცე.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის მანძილზე თბილისში მსგავსი მასშტაბის პარკი არ მოწყობილა.
„მშენებლობა ნულიდან დაიწყო და 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. წინასაპროექტო კვლევების შემდეგ დასუფთავდა დაჭაობებული ნაგავსაყრელი, მოეწყო ყველა საკომუნიკაციო ქსელი და ამ დრომდე აუთვისებელ ტერიტორიაზე გაშენდა მულტიფუნქციური ულამაზესი პარკი", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
პარკის მშენებლობამდე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევები, რომელიც გეოდეზიურ კვლევასაც მოიცავდა; გამოიცვალა 250 000 კუბამდე დაჭაობებული გრუნტი ბალასტით; მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, აგრეთვე მინი ფეხბურთის სტადიონი და კალათბურთის მოედანი. აიგო სამეურნეო და დაცვის შენობები, კაფე, მედიათეკა, ბელვედერი, ფანჩატურები, ძაღლების მოედანი, სკეიტ პარკი; პარკის ტერიტორიაზე აგრეთვე მოეწყო ორი ტბა და მათი დამაკავშირებელი მდინარე, საფეხმავლო და სამანქანე გზები, პარკინგი, კოლექტორი და სატუმბი სადგურები; აიგო ორი საფეხმავლო ხიდი, რომლებიც თემქის ხევის მიმდებარედ სხვადასხვა მიკრორაიონებს ერთმანეთთან აკავშირებს.
გარდა ამისა, თემქის ხევის ტერიტორია დაყოფილია ორ ნაწილად, რომლებსაც ერთმანეთთან საფეხმავლო გვირაბი აკავშირებს. ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანებისათვის საჭირო ღონისძიებები და დაირგო 75 000 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარე. სამუშაოების ღირებულება 39 280 534.68 ლარს შეადგენს.
დედაქალაქში ყველაზე დიდი დასასვენებელი სივრცის გახსნას თბილისის მერიის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
საკრებულოში ილია II -ის დაბადებიდან 91-ე და პატრიარქად მისი აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ოქტომბერი 24,2024ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა
ოქტომბერი 24,2024ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა საკრებულოში გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინეს
ოქტომბერი 24,2024