თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ქალაქ ტრაპიზონს სამუშაო ვიზიტით ეწვია.
ზურაბ ჩიკვილაძე, ვიზიტის ფარგლებში, ჯანმრთელობის და სამედიცინო ტურიზმის ფორუმს დაესწრო.
მას ამასთანავე საქმიანი შეხვედრა ჰქონდა ქართული დელეგაციის მასპინძელთან, ქალაქ ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან, ერქუთ ჩელებთან.
მხარეებმა შეხვედრის დროს თბილისსა და ტრაპიზონს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხების თაობაზე ისაუბრეს და ორმხრივი კავშირების გაღრმავებისათვის მზადყოფნა გამოთქვეს.
ფორუმის მუშაობის ფარგლებში, ზურაბ ჩიკვილაძემ ქალაქ ტრაპიზონის სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულებებიც დაათვალიერა.
ქართული დელეგაციის ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას საქართველოს გენერალური კონსული ტრაპიზონში ნიკოლოზ იაშვილი ესწრებოდა.