ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორს, თუბა ოზუთოქს, საქართველოში დიპლომატიური მივლინების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით შეხვდა.
ზურაბ ჩიკვილაძემ თუბა ოზუთოქს საინტერესო თანამშრომლობისა და მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისი ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პარტნიორია, რომელმაც საქართველოში მრავალი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი განახორციელა.
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო საქართველოში 1994 წლიდან საქმიანობს და დღემდე ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ადმინისტრაციული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 700-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული, რომელთა უმეტესობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თანადგომიდან და საჭიროებიდან გამომდინარე მათ დახმარებას ეხებოდა.
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისი საქართველოში საქმიანობას აგრძელებს.