თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.
სამუშაოები მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით ტარდება.
გზის აღნიშნული მონაკვეთი მეწყრული იყო, რაც საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მცხოვრებლებს და ამასთანავე, პრობლემას წარმოადგენდა გადაადგილების თვალსაზრისითაც.
კორძაიას ქუჩაზე მდებარე ფერდის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა საპრევენციო ღონისძიებების გატარება, რისთვისაც საყრდენი კედლის მშენებლობა დაიგეგმა.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 70 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის ხიმინჯოვანი საყრდენი კედლის მშენებლობა და ასევე გზის ორზოლიანი მონაკვეთის მოწყობაც.
ამ დროისთვის, ობიექტზე ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტს, რომლის ღირებულება 1 200 000 ლარია, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
კედლის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობას დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ამავე რაიონის მაჟორიტარი ზუკა რურუა ადგილზე გაეცნენ.
სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის მარტის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.
ჭავჭავაძის N11-ში გზის საფარის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს
იანვარი 24,2025სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2025ნუცუბიძის I მ/რ-ის N9-10 კორპუსების მიმდებარედ სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
იანვარი 21,2025