თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახელეთელიძე უძღვებოდა.
გარემოს დაცვის კომისიის წევრებმა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაატა ტოგონიძის დანიშვნას მხარი დაუჭირეს. საკითხი კომისიის თავმჯდომარემ ნიკოლოზ კახეთელიძემ წარადგინა.
სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის №42-56 დადგენილებაში ცვლილები წარადგინა.
აღნიშნული საკითხების გარდა, გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეს ნინო ბაგაშვილს მოუსმინეს, რომელმაც „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებში ცვლილებები გააცნო კომისიის წევრებს.