„ქართული ოცნების“ ისნის რაიონის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის დეპარტამენტის „სისხლის ბანკი და კლინიკური ტრანსფუზიოლოგია“ თანამონაწილეობით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა, რომელსაც ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს წევრი ნათია მოდებაძე ესწრებოდა.
დონაციის აქციის მიზანი სისხლის პროდუქტების მარაგის შექმნაში წვლილის შეტანა და აღნიშნული აქტივობის წახალისებაა. ღონისძიებაში „ქართული ოცნების” ისნის რაიონის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ამავე რაიონის მცხოვრები 50 დონორი მონაწილეობდნენ.
„ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ესაჭიროება სისხლის გადასხმა და ხშირად ეს პრობლემაა იმიტომ, რომ სისხლის ბანკებსა და საავადმყოფოებს სისხლის საკმარისი რაოდენობა არ აქვთ. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სისხლის დონაცია. ჯანმრთელი ადამიანისთვის ეს არ არის რთული პროცედურა, ხოლო საჭიროების მქონე პაციენტისთვის ჩვენ მიერ გაცემული სისხლი შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს“, - განაცხადა ნათია მოდებაძემ.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ კომისიათა პერსონალური შემადგენლობების ცვლილებები განიხილა
მაისი 22,2024გიორგი ტყემალაძე ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო
მაისი 22,2024გიორგი ტყემალაძე საიათნოვასადმი მიძღვნილ „ვარდატონის“ დღესასწაულს დაესწრო
მაისი 19,2024