თბილისის საკრებულოში ,,თბილისობა 2021’’-ის ფარგლებში, წლის საპატიო თბილისელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭათ:
რისმაგ გორდეზიანს - ქართველ მეცნიერს, ფილოლოგს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრს, აკადემიკოსს, აკაკი ნადარეიშვილს - ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს;
აკაკი ნადარეიშვილს - ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს;
ირაკლი ფავლენიშვილს - ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრს;
რამაზ ყურაშვილს - ექიმ-ენდოკრინოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს;
დავით კვაჭაძეს - ფოტოგრაფს, ამავდროულად კრივის სამგზის ჩემპიონს და სპორტის დამსახურებულ ოსტატს;
ლილი კინწურაშვილს - ქალაქის დასუფთავების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარ სპეციალისტს;
ელგუჯა ბურდულს - ცნობილ მსახიობს, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრს;
პაატა კერვალიშვილს - ფიზიკოსს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში აღიარებულ მეცნიერს ატომური ენერგიის მიმართულებით;
ინგა ჯიბუტს - ენისა და ლიტერატურის სპეციალისტს, ტერმინოლოგს, საქართველოს ტერმინოლოგთა ასოციაციის თანადამფუძნებელს.
ბადრი ქუთათელაძეს - მწერალს, პოეტსა და მკვლევარს, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატს, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრს, ღირსების ორდენის კავალერს;
გრიგოლ ჩიგოგიძეს - თეატრმცოდნესა და ჟურნალისტს, ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალის „თბილისური აისი“-ს დამფუძნებელს და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ ლაურეატს;
დავით მუსხელიშვილს - ისტორიკოსს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, აკადემიკოსს;
გივი ღამბაშიძეს - პროფესიით ზეინკალს, რომელიც სხვადასხვა დროს თბილისის მეტროპოლიტენში ზეინკლად და სამეურნეო საამქროს თანამშრომლად მუშაობდა.
ღონისძიება, Covid-19-ის რეგულაციების გათვალისწინებით, სტუმრების შეზღუდული რაოდენობით ჩატარდა და ფართო საზოგადოებისთვის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით და სოციალური ქსელით გადაიცა.
ღონისძიებას მუსიკალურად თბილისის მერიის ბიგ ბენდი აფორმებდა.