თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად ვარდების მოედანზე გამართულ საახალწლო კონცერტს დაესწრო.
კონცერტის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერმა ახალი წელი "თბილსერვისის" და მეტროპოლიტენის, ასევე თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის იმ თანამშრომლებს მიულოცეს, რომლებიც დღესასწაულის მიუხედავად, ახალი წლის ღამეს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და მათ საახალწლო საჩუქრები გადასცეს.