განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში წლის განმავლობაში შეგროვებული მაკულატურა წიგნებში გადაიცვალა და წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, ხანდაზმულთა მუნიციპალურ პანსიონატის მცხოვრებლებს გადაეცათ.
კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის თქმით, პანსიონატში მცხოვრებმა მოხუცებმა სასურველი ლიტერატურა წინასწარ თავად დაასახელეს.
,,ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის დღე 2021 წელს განსხვავებულად აღგვენიშნა და გაგვეხარებინა ის ხალხი, ვისაც განსაკუთრებულად სჭირდება საზოგადოების ზრუნვა და ყურადღება. ამიტომ, მათი სურვილისამებრ, შევიძინეთ უახლესი გამოცემები - მხატვრული ლიტერატურა და ლექსიკონები,’’ - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე ცნობილი ღონისძიებაა, რომელიც 2010 წლიდან ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე ადამიანებს საერთო იდეით აერთიანებს, სლოგანით: იკითხე წიგნი შეცვალე მსოფლიო!